ბორა (ქარი)
ბორა (იტალ. bora; ლათ. boreas; ბერძნ. boreas — ჩრდილოეთის ქარი) — ძლიერი და მძაფრი ქარი. წარმოიქმნება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში და მკვეთრ აცივებას იწვევს. ბორა უმთავრესად იმ ადგილებში იცის, სადაც მცირე სიმაღლის ქედი თბილ ზღვას ესაზღვრება (ადრიატიკის სანაპიროზე, ტრიესტთან, რიეკთან; კავკასიაში — შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთში, ტუაფსესა და ნოვოროსიისკს შუა).
ხმელეთზე შემოჭრილი ცივი ჰაერის მასა წნევის გრადიენტისა და სიმძიმის ძალის გავლენით სწრაფად ეშვება ქედის ქარზურგა კალთაზე თბილი ზღვის ნაპირისაკენ ისე, რომ ვერ ასწრებს ადიაბატურად გათბობას. ქარის სიჩქარე ამ დროს 40 მ/წმ აღწევს (ნოვოროსიისკთან მარკოთხის უღელტეხილზე 60 მ/წმ აღემატება).
გრძელდება ერთი დღიდან ერთ კვირამდე. ბორას გამოჩენამდე მთის მწვერვალებთან ფიქსირდება ხშირი ღრუბლები. ბორა 2-3 დღის განმავლობაში ქრის და ხშირად დიდი ზიანი მოაქვს.
1928 წელს დაფიქსირდა უძლიერესი ბორა, რომლის სიჩქარემ შეადგინა 80 მ/წმ[1].
სექციების სია |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 467, თბ., 1977 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ნოვოროსიისკის ბორა და ბაიკალური სარმა, ქარის რეკორდული გარღვევა.