აპულია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ბარი |
| მოსახლეობა (2011) | 4 091 259 კაცი |
| სიმჭიდროვე | 211,3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 19 358 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Apulia | |
აპულია (ბერძნულიდან Ἀπουλία; იტალ. Puglia) — რეგიონი იტალიაში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იონიის ზღვა, სამხრეთით — ოტრანტოს სრუტე და ყურე. მის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს სალენტოს ნახევარკუნძულს უწოდებენ, რომელიც „ჩექმის“ ფრომის იტალიის ქუსლს წარმოადგენს. რეგიონის ფართობი 19 345 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4,1 მლნ ადამიანს შეადგენს (2011). ჩრდილოეთით მოლიზეს რეგიონი ესაზღვრება, დასავლეთით — კამპანია, სამხრეთ-დასავლკეთით კი ბაზილიკატა. მის გასწვრივ, იონიის ზღის მიღმა, მდებარეობს საბერძნეთი და ალბანეთი.
აპულია სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, მოჰყავთ ხილი და ღვინო. მისი ნავსადგურები აგრეთვე ემსახურებიან ალბანეთს.
- ფართობი - 19 345 კმ²
- მოსახლეობა - 4 091 259 (2011)
- ქალაქები (ათ.) - ბარი (332, ადმინისტრაციული ცენტრი), ტარანტო (208, ძირითადი სამრეწველო ცენტრი), ფოჯა (154), ლეჩე (98), ბრინდიზი (93).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
აპულიის რეგიონი ადმინისტრაციულად 6 პროვინციად იყოფა:
| პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე) |
|---|---|---|---|
| ბარის პროვინცია | 3,821 | 1,256,821 | 328,9 |
| ბარლეტა-ანდრია-ტრანის პროვინცია | 1,543 | 392,237 | 254,2 |
| ბრინდიზის პროვინცია | 1,839 | 402,973 | 219.1 |
| ფოჯის პროვინცია | 6,960 | 641,000 | 92.0 |
| ლეჩეს პროვინცია | 2,759 | 812,690 | 294.5 |
| ტარანტოს პროვინცია | 2,437 | 580,497 | 238.2 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Puglia Video: Art-Endless Treasures
- Environmental League Puglia
|
|||||||