ანდრეი გრომიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეი გრომიკო
ანდრეი გრომიკო
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივლისი, 1985 – 1 ოქტომბერი, 1988
წინამორბედი ვასილი კუზნეცოვი
მემკვიდრე მიხეილ გორბაჩოვი

სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი, 1983 – 2 ივლისი, 1985
თავმჯდომარე ნიკოლოზ ტიხონოვი

სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 თებერვალი, 1957 – 2 ივლისი, 1985
წინამორბედი დმიტრი შეპილოვი
მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე

დაბადებული 18 ივლისი, 1909
რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი 2 ივლისი, 1989
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტია სკკპ (1931-დან)
მამა ანდრეი გრომიკო
დედა ოლღა ბეკარევიჩი
მეუღლე ლიდია გრინევიჩი
შვილები ანატოლი, ემილია
განათლება მინსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
საქმიანობა დიპლომატი

ანდრეი გრომიკო (დ. 5 (18) ივლისი 1909, სოფელი სტარიე-გრომიკი, გომელის მაზრა, მოგილევის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 ივლისი 1989, მოსკოვი, რუსეთი) — სსრკ-ს დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, 1957–1985 წლებში სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი, 1985–1988 წლებში უმაღლესის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

1944 წელს ანდრეი გრომიკო გაეროს შექმნასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მოწვეულ დუმბარტონ-ოქსის კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციას ხელმძღანელობდა. მონაწილეობდა იალტისა (ყირიმი, სსრკ, 1945 წ.) და პოტსდამის (გერმანია, 1945 წ.) კონფერენციების მომზადებაში და მიმდინარეობაში[1]. ამავე წელს ხელმძღვანელობდა დელეგაციას სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე და სსრკ-ს სახელით ხელი მოაწერა გაეროს წესდებას. 1985 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე მიხეილ გორბაჩოვის კანდიდატურა წამოაყენა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]