დიდი წმენდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბჭოთა კავშირში რეპრესიების მსხვერპლთდამი მიძღვნილი მემორიალი; ქვა სოლოვეცის საგანგებო დანიშნულების ბანაკიდან; დაიდგა 1990 წლის 40 ოქტომბერს.

დიდი წმენდა, ასევე სტალინის რეპრესიები (რუს. Большая чистка, Ста́линские репре́ссии) — საბჭოთა კავშირში განხორციელებული მასობრივი რეპრესიები კიროვის მოკვლის მომენტიდან (1 დეკემბერი, 1934) იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე (5 მარტი, 1953). უფრო ადრინდელი სამოქალაქო ომისა და 1920-იანი წლების რეპრესიებისგან გამოირჩეოდა თვით მმართველი პარტიის წევრების (სკპ) მოსობრივი განადგურებით (პოლიტიკური და ფიზიკური). რეპრესიების უნებლიე თუ ნებაყოფლობით მონაწილეებად გახდა კომპარტიისა და სსრკ-ის პრაქტიკულად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი, ვინაიდან ყველა იყო იძულებული, როგორც მინიმუმ, კენჭი ეყარა "ხალხის მტრის" დაგმობის მხარდასაჭერად, რასაც ხშირად თან ახლავდა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერაც.

რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (გ. იაგოდა, ნ. იეჟოვი, ნ. კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი) თავად გახდნენ მათი მსხვერპლი, სხვები (ლავრენტი ბერია, ვ. დეკონოზოვი და შსს-სა და სუკ-ის თანამშრომელთა სხვა ჯგუფი) გასამართლებულ იქნენ უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესიების ორგანიზატორთა ფართომასშტაბანი დევნით დაინტერესებული არ იყო, ვინაიდან თავად იყო მასში მონაწილე. 1956 წლის შემდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობის ბრალდება შეიძლება გამოყენებულიყო მსხვილი პარტიული ლიდერის თანამდებობიდან გადასაყენებლად პოლიტიკურ ბრძოლაში, თუმცა ასეთი შემთხვევები განკერძოებული იყო, ხოლო 1964 წლიდან ამგვარი პრეცედენტი აღარ განმეორებულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]