ლენინის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენინის ორდენი

ლენინის ორდენი (რუს. Орден Ленина) — უმაღლესი ჯილდო სსრკ-ში. დააწესა სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) 1930 წლის 6 აპრილს. ლენინის ორდენით სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აჯილდოებს სსრკ ცალკეულ მოქალაქეებს, კოლექტივებს, დაწესებულებებს, საწარმოებსა და საბჭოთა ორგანიზაციებს სოციალისტურ მშენებლობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ლენინის ორდენს აძლევენ იმ პირებსაც, რომელთაც მიენიჭათ სსრკ გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ლენინის ორდენით აჯილდოებენ აგრეთვე საბჭოთა არმიასა და სამხედრო საზღვაო ფლოტში ან მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა თუ სახელმწიფო მმართველობის მთელ რიგ დარგებში ნამსახურობისათვის.

1953 წლამდე ლენინის ორდენი დამზადებული იყო ოქროსაგან, ხოლო შუაგულში ლენინის გამოსახულება — პლატინისაგან. ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს.

მუარის ლენტი

სსრკ-ის დაშლამდე ლენინის ორდენი თითქმის 460.000-ჯერ იქნა გადაცემული.

ლენინის ორდენით დაჯილდოვებულნი არიან:

ლიტერატურა[რედაქტირება]