7 ივლისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივლისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
| 2013 | ||||||
7 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 188-ე დღე (ნაკიან წლებში – 189-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 177 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 175 : კომოდუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1456 : ხელმეორე სასამართლოზე ჟანა დ'არკს (სურათზე) ერეტიკოსობაში ბრალი მოეხსნა სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ.
- 1543 : ფრანგები ლუქსემბურგში შეიჭრნენ.
- 1668 : ისააკ ნიუტონმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯი.
- 1807 : ნაპოლეონის ომები - ტილსიტის ზავით საფრანგეთს, პრუსიასა და რუსეთს შორის მთავრდება მეოთხე კოალიცია.
- 1846 : მექსიკა-ამერიკის ომი - აშშ-ის ჯარი მონტერეისა და იერბა ბუენას იკავებს, რითაც იწყებს კალიფონიის ანექსიას.
- 1863 : აშშ-ში იწყება პირველი სამხედრო გაწვევა; თავის არიდება $100 ღირს.
- 1898 : ჰავაი ანექსირებულ იქნა აშშ-ს მიერ.
- 1917 : რუსეთის რევოლუცია - თავადი გიორგი ლვოვი აყალიბებს რუსეთის დროებით მთავრობას მეფის ჩამოგდების შემდეგ.
- 1930 : იწყება ჰუვერის კაშხალის მშენებლობა.
- 1937 : სინო-იაპონიის ომი - ლუგუს ხიდის ბრძოლა - იაპონელები პეკინში შეიჭრნენ.
- 1941 : მმო - საფრანგეთის და ბრიტანეთის ჯარები ბეირუთს იღებენ.
- 1974 : დასავლეთ გერმანიამ ფიფას მსოფლიო თასი მოიგო.
- 1978 : სოლომონის კუნძულებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთისაგან.
- 1980 : ლედ ზეპელინის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
- 1983 : ცივი ომი - ამერიკელი მოსწავლე სამანტა სმიტი მოგზაურობს საბჭოთა კავშირში იური ანდროპოვის მოწვევით.
- 1991 : იუგოსლავიის ომები - ბრიონის შეთანხმებით დასრულდა ათდღიანი დამოუკიდებლობის ომი სლოვენიასა და დანარჩენ იუგოსლავიას შორის.
- 2003 : სომხეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია შეიქმნა.
- 2005 : ტერორისტული აფეთქებების სერიაში ლონდონის ტრანსპორტში 52 ადამიანი დაიღუპა (პლუს ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებელი).
- 2005 : ლაივ 8 გავლენით დიდი რვიანის ლიდერები აფრიკისთვის 2004 წელთან შედარებით ორმაგ დახმარებას იღებენ ($50 მილიარდი) 2010 წლისთვის.
- 2007 : Live Earth კონცერტები ჩატარდა მსოფლიოს თერთმეტ ქალაქში გლობალური დათბობის პრობლემაზე მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით.
- 2009 : მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ GERB ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
- 2010 : პანამის ყოფილ სამხედრო დიქტატორ მანუელ ნორიეგას ფულის გათეთრებისთვის შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს საფრანგეთში.
- 2012 : 171-მდე ადამიანი დაიღუპა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობის შედეგად.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1752 : ჟაკარი, ჟოზეფ მარი - ფრანგი ფეიქარი და გამომგონებელი.
- 1860 : მალერი, გუსტავ - ავსტრიელი კომპოზიტორი (გ.1911)
- 1884 : ფეიხტვანგერი, ლიონ - ებრაული წარმოშვების გერმანელი მწერალი.
- 1887 : შაგალი, მარკ - ბელარუსი მხატვარი (გ.1985)
- 1940 : სტარი, რინგო - ინგლისელი მუსიკოსი, "ბითლზის" წევრი
- 1956 : ხაინდრავა, გიორგი – ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1307 : ედუარდ I - ინგლისის მეფე (დ.1239)
- 1901 : სპირი, იოჰანნა - შვეიცარიელი მწერალი (დ.1827)
- 1930 : დოილი, ართურ კონან - შოტლანდიელი მწერალი (დ.1859)
- 1930 : იულიუს ჰარტი - გერმანელი მწერალი
- 1967 : ლი, ვივიენ - ამერიკელი მსახიობი (დ.1913)
- 1973 : ახვლედიანი, გიორგი - ქართველი ენათმეცნიერი.
- 1976 : ჰაინემანი, გუსტავ - გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- იოანე ნათლისმცემლის შობა
- 7 წმინდა ძმა: ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსე, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზ მხედარი
- აგრეთვე:
- ჩინეთი : "შვიდი ღამე"
- იაპონია : ტანაბატა
- სოლომონის კუნძულები : დამოუკიდებლობის დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის