შრომის წითელი დროშის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შრომის წითელი დროშის ორდენი

შრომის წითელი დროშის ორდენი (რუს. Орден Трудового Красного Знамени) — სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა (ცაკი) და სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) მიერ 1928 წლის 7 სექტემბერს დაწესებული ორდენი. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შრომის წითელი დროშის ორდენით აჯილდოებს ცალკეულ მოქალაქეებს, დაწესებულებსა და მშრომელთა კოლექტივებს წარმოების დარგში, სამეცნიერო მოღვაწეობაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სამსახურში მოპოვებული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ორდენი მზადდება ვერცხლისაგან. მის შუაგულში მოოქრული ნამგალი და უროა, ზემოთ - წითელი მინანქრით დაფარული გაშლილი დროშა და წარწერა - სსრკ (რუს.СССР). იბნევენ მკერდის მარცხენა მხარეს წითელი დროშის ორდენის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება]