ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1930
ტიპი სსიპ
რექტორი როლანდ კოპალიანი
მისამართი თამარ მეფის ქ.
ქალაქი ქუთაისი
ქვეყანა საქართველო
მეტსახელი აწსუ
კავშირები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1]
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Atsu.edu.ge

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) — უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, მდებარეობს ქუთაისში. უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელისუფლებამ 1930 წელს გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1930-1933 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ აღდგა, ხოლო პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადაიტანეს. 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. 1990 წლის 3 სექტემბერს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 1974 წლიდან არსებობდა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ნ. მუსხელიშვილის სახელობისა, რომელიც შემდგომ ქუთაისის ტენიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 2006 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდა და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.[2].

უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982), მათე მირიანაშვილი (1906-1975), შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) და სხვა.

რექტორთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მონაცემებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე[3]:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • პედაგოგიური ფაკულტეტი
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა ფაკულტეტი
  • ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • მედიცინის ფაკულტეტი
  • საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტი
  • საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი
  • აგრარული ფაკულტეტი
  • საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]