კანდიდ ჩარკვიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანდიდ ჩარკვიანი
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ-ის ცკ
საქართველოს სსრ
კომპარტიის მე-11 პირველი მდივანი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა
წინამორბედი ლავრენტი ბერია
მემკვიდრე აკაკი მგელაძე

დაბადებული 1904
ცაგერი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი 1994
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Transcaucasian Federation.svg ამიერკავკას. დფრ
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დრ
Flag of Georgian SSR.svg საქართველოს სსრ
Flag of Georgia (1990-2004).svg საქართველო
პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
მამა ნესტორ ჩარკვიანი
შვილები გელა ჩარკვიანი
პროფესია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Order friendship of peoples rib.png

კანდიდ ჩარკვიანი (დ. 1904, ცაგერი — გ. 1994, თბილისი) — საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1953 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1904 წელს ცაგერში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წელს გაწევრდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და 1937 წელს გახდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში ეკავა საქართველოს სსრ-ის მწერალთა კავშირის პირველი მდივნისა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობები.

1937-1952 წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროს წევრი[1], 1938-1952 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი[1]. 1938-1952 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1939-1952 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ხოლო 1981-1988 წლებში საქართველოს სსრ-ის ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

გარდაიცვალა 1994 წელს, ქალაქ თბილისში[2].

სტალინის არჩევანი 1937-38[რედაქტირება]

იოსებ სტალინმა ჩარკვიანის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქართულ გაზეთებში პირველად წაიკითხა მისი სტატიები. სტალინმა კანდიდის სტატიებში ავტორის ლიტერატურული ტალანტი დაინახა და უმაღლესი შეფასებით შეამკო.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1937 წელს ჩარკვიანი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. იმავე წლის სექტემბერში ჩარკვიანი საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორცილებაში. 1938 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანად. ამ პოსტზე ის 1952 წლის აპრილამდე დარჩა.

ხასიათი[რედაქტირება]

XX საუკუნის ქართველი ლიტერატურული კრიტიკოსი, გერონტი ქიქოძე თავის მემუარებში, რომელშიც ის ფარულად აკრიტიკებდა კომუნისტურ რეჟიმსა და მის ლიდერებს, კანდიდ ჩარკვიანს დადებითად აფასებს და გამოყოფს მას მისი ჰუმანური თვისებებისა და ძლიერი ადმინისტრაციული უნარების გამო.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ვიკიციტატა
„კანდიდ ჩარკვიანი არ განიცდიდა თანაგრძნობის ნაკლებობას. ის იყო დაბალანსებული და მოკრძალებული ადამიანი. ზოგადად, ჩარკვიანი ქვეყნის საკმაოდ რაციონალური მეთაური იყო“

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება]

ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი (1987)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქართველოს ცკ-ის VIII პლენუმის დადგენილება, 1 - 2.4.1952
  2. კანდიდ ჩარკვიანი