ვასილ მჟავანაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ მჟავანაძე
ვასილ მჟავანაძე
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ-ის ცკ
საქართველოს სსრ
კომპარტიის მე-14 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1953 – 29 სექტემბერი, 1972
წინამორბედი ალექსანდრე მირცხულავა
მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე

დაბადებული 20 სექტემბერი, 1902
ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვლილი 31 აგვისტო, 1988
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
ეროვნება ქართველი
მეუღლე ანნა იანკო
ვიქტორია ტერეშკევიჩი
შვილები ალექსანდრე, თამარა, ვიქტორია, ნინა
ჯილდოები Serp i molot.jpg
Order of Lenin ribbon bar.png Order of Lenin ribbon bar.png Order of Lenin ribbon bar.png Order of Red Banner ribbon bar.png Order of Red Banner ribbon bar.png Order of Red Banner ribbon bar.png Order suvorov1 rib.png Order kutuzov1 rib.png Order kutuzov2 rib.png

ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). სკკპ წევრი 1927 წლიდან. 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. სამუშაო საქმიანობაში მისი ხელშემწყობი იყო ნიკიტა ხრუშჩოვი.

ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაკრძალულია ქალაქ თბილისში. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის 1 ხარისხისა და კუტუზოვის 1 და 2 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]