შინაარსზე გადასვლა

ვაკე (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაკეიმერეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილის ისტორიული სახელწოდება (წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან). ტერიტორიულად მოქცეულია მდინარეების ცხენისწყალსა და რიონს შორის. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ზედა პალეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები, ე. წ. „გორიკები“. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ვაკის ტერიტორია ეგრისის სამეფოში შედიოდა, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ — იმერეთის სამეფოში. სამხედრო-ადმინისტრაციული დანაწილებით, ვაკე იმერეთის სამეფოს პირველი სადროშოს ნაწილი იყო.