შინაარსზე გადასვლა

ჭაჭუნის ვაკის რკინის სადნობი სახელოსნოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭაჭუნის ვაკის რკინის სანდობი სახელოსნოებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, 3-4 კილომეტრზე, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის პირველი ნახევრით, აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. პირველი სახელოსნო გამართულია არა ხეობაში, არამედ ზეგანზე არსებულ სწორ ველზე, რაც გარკვეულ თავისებურებას წარმოადგენს. ველის ზედაპირზე შეინიშნება წიდის სხვადასხვა ზომის ნაშთები. მეორე სახელოსნო ერთ-ერთი ხრამის ტერასაზეა, სადაც წიდის მსხვილ ნაშთებთან ერთად დადასტურდა რამდენიმე სათავსის კვალიც.