გამარჯვების ნამოსახლარები
იერსახე
გამარჯვების ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, სოფელ გამარჯვებაში, დასავლეთით 4-5 კილომეტრზე, თელეთხევის მარცხენა ნაპირას, მაღალ სერზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით.
2009 წელს მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადაზვერვო არქეოლოგიურმა რაზმმა (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი აღმოსავლეთ — დასავლეთი მიმართულებითაა წაგრძელებული (სიგრძე — 70 მეტრი, სიგანე — 15 მეტრი) ირგვლივ შემოუყვება ტერასა (მაქსიმალური სიგრძე — 30 მეტრია), რომელიც რელიეფშია გამოკვეთილი, არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა.
იმავე წელს, ხევის მარჯვენა მხარეს, გამოვლინდა მეორე ნამოსახლარი, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ჩანს ორმაგი სათავდაცვო ზღუდე. არქეოლოგიური მასალა არც აქ აღმოჩენილა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 270.