დიდი შირაქის ველის რკინის სადნობი სახელოსნოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი შირაქის ველის რკინის სადნობი სახელოსნოები — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნაზარლების მთიანეთის სამხრეთ ნაწილში, მშრალი ხეობის სათავეში. სავარაუდოდ, თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებით. მიკვლეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2009 წელს. სამხრეთით მდებარე სახელოსნო ველზე იყო გამართული. დაზიანებულია აქ სადგომის მოწყობის დროს. ძეგლზე დასტურდება წიდების გროვა. ჩანს სხვა ჩავარდნილი ადგილებიც, რომელიც, სავარაუდოდ, სახელოსნოს უნდა ეკუთვნოდეს. მეორე სახელოსნო სწორ მოედანზეა გამართული. ზედაპირზე კარგად ჩანს წიდის რამდენიმე გროვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]