ქვემო ქედის პირველი სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ქედის პირველი სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლელ ქვემო ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზილჩის ქვაბულში ეგრეთ წოდებული შავი მთის დასავლეთ ფერდობის ძირში უსახელო ხრამის პირას. თარიღდება მუსტიეს ხანით.

1963 წელს მიაკვლია იისტორიის არქელოგიისა და ეტნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის რაზმმა ნაპოვნია კაჟის ფართო და გლუვი დარტყმის მოედნის მქონე დაბალი ფართო, შემთხვევითი მოყვანილობის ანატკეცი და კაჟის მოგრძო თვალისებრ ანატკეცზე დამზადებული სახვრეტი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია თბილისის ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]