ზილჩის ველის ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზილჩის ველის ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ერთი ჯგუფი მდებარეობს ველის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდინარე ლეკისწყლის მარცხენა ნაპირას, სერზე, მეორე კი — ველის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თარიღდებიან ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის ბოლო I ათასწლეულის დასაწყისით, მიკვლეულია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს. პირველი ჯგუფის ნამოსახლარებიდან ერთი მათგანი ჩრდილოეთიდან სამხრეთითაა დახრილი. ალაგ-ალაგ შემორჩენილია სათავდაცვო ზღუდის ნაშთი. მეორე ნამოსახლარი მოგრძოა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით მიმართული. სამხრეთით და აღმოსავლეთ მხარეს შემოსაზღრული ციცაბო ფერდობით, ჩრდილოთით მხარე მაღალი ზღუდით. ზღუდის გარეთ, ჩრდილოეთით ფერდობზე და დასავლეთით, კარგად ჩანს დასახლებების კვალი, ძეგლზე აიკრიფა თიხის ჭურჭლის მონაცრისფრო ფრაგმენტები.

მეორე ჯგუფის ნამოსახლართაგან ერთი ოვალურია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით მიმართული. გამართულია თავმომრგვალებულ სერზე. ზედაპირი სწორი აქვს, ჩრდილოეთთ დაფერდებული, გააჩნია სათავდაცვო ზღუდე. დანარჩენი მხარეს ციცაბო ფერდობებითაა შემოსაზღვრული. ნამოსახლარზე აკრეფილი მასალა მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელია.

ძეგლის მახლობლად, 50 მეტრზე გამოვლინდა მეორე მოგრძო, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმართული, ცენტრში მცრიე შემაღლების მქონე ნამოსახლარი. რასაც სამხრეთიდან ციცაბო ფერდობები ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან კი ტერასიანი სათავდაცვო ზღუდე. ნამოსახლარებზე აკრეფილი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]