ქვემო ქედის ნასახლარი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქვემო ქედის ნასახლარი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შავი მთის ტერიტორიაზე, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1986 წელი მიაკვლია აკც-ის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნასოფლარის ტერიტორიაზე. აიკრიფა მოჭიქული და წითლად გამომწვარი კერამიკული ფრაგმენტები. ძეგლზე გამოვლინდა აგურით კირის ხსნარზე ნაგები კედლები. სადაზვერვო თხრილში _ წითლად გამომწვარი მოჭიქული და სამშენებლო კერამიკა; ჯვრის მკლავის ნატეხი.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 320, თბ., 2013 წელი.