ჩათმის ტაფობის რკინის სადნობი სახელოსნოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩათმის ტაფობის რკინის სადნობი სახელოსნოებიარქეოლოგიური ძეგლი მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს, ჩათმად წოდებულ ადგილზე, ჩობანდიდის მთის ძირში. საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან. სავარაუდოდ თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით.

2010 წელს დაზვერვისას მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა. საზღვართან 6-7 კმ-ზე, 500-800 მეტრის ინტერვალით, ფიქსირებულია ორ ათეულზე მეტი სახელოსნო, წიდის დიდი ფრაგმენტებით. ნაგებობები ხშირ შემთხვევაში ქვის კედლების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი, ერთ-ერთ სახელოსნოს წრიულად მოზრდილი ქვების რიგი შემოუყვება. იქვე მცირე ზომის მცირე სახელოსნოებიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]