ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო მაჩხაანის აკაკიანთხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ზემო მაჩხაანის მინდვრებში, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე, ტერასაზე. აკაკიანთხევად წოდებულ ადგილზე. თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით.

აღმოაჩინეს 1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სადაზვერვო სამუშაოების დროს (ექსპედიციის ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი). ნამოსახლარზე გაკეთდა რამდენიმე შურფი, ზედაპირზე აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ობსიდიანის ანატკეცები და გამომწვარი თიხის ბორბლის მოდელი. 1978 წელს ნამოსახლარზე გავლებულმა სტრატიგრაფიულმა ჭრილმა გამოავლინა 2,65 მეტრის სიმძლავრის კულტურული ფენა II სამშენებლო ჰორიზონტით. იატაკები თიხატკეპნილია. სხვადასხვა ფენაში ფიქსირებულია ნახევარწრიულად განლაგებული, სარლასტისთვის განკუთვნილი ფოსოებიანი ორმოები, ობსიდიანის ნუკლეუსები, სახოკები, საფხეკები და ა. შ.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]