გამარჯვების პირველი ნამოსახლარი
იერსახე
გამარჯვების პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გამარჯვების განაპირას, ჩრდილოეთით, მდინარე უზუნდარისხევის მარცხენა ნაპირას, ველზე.
თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. 2010 წლის დაზვერვებისას მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა. (ხელმძღვანელი ვ. ვარაზაშვილი) ძეგლს ჩრდილო-აღმოსავლეთით სუსტად გამოხატული ტერასა აქვს. ფართობი ყოველწლიურად მუშავდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 270-271.