ზემო ქედის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ქედის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა შემთხევევით 1970 წლის ზემო ქედის სოფლის კლუბის საძირკვლის გათხრისას. ძეგლი შეისწავლა, იაე ინსტიტუტის კავ-მ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სამარხი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით. ძეგლზე გამოვლინდა ხელით ნაძერწი ჯაში და ორი ქილა, ჭურჭლები ქვიშისა და წვრილი, თეთრმინარევიანი, მკვრივი თიხისგან არის დამზადებული, ქილებს ოდნავ გაშლილი პირი და დაბალი ყელი აქვს. ერთი მათგანის მხარს გარშემოუყვება მსუბუქად ამოღარული მოკლე, ირიბი ხაზების ორი რიგი და ქვედა რიგზე მიბჯენილი ასეთივე ხაზებით შესრულებული ხვეულები. მეორე ქილას, ყელიდან მხარზე გადასვლის ადგილას, რელიეფური სარყელი აქვს, კორპუსის ზედა ნაწილს კი მოკლე, მსუბუქი ამოღარული ხაზებით შესრულებულია აქვს ოდნავ გადაშლილი პირი, რასაც ძირში ღარი შემოსდევს მხარს კი ამკობს მსხვილი, წერტილოვანი ორნამენტით შესრულებული ორი წყვილი ტეხილი ხაზი. ქილების ამოღარული და ჯამის წერტილოვანი ორნამენტი თეთრი, პატისებრი ნივთიერებით არის შევსებული.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]