პატარა შირაქის ველის რკინის სადნობი სახელოსნო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ოზაანის რკინის სადნობი სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სავარაუდოდ, შეიძლება დათარიღდეს I ათასწლეულის შუა ხანებში.
აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სახელოსნო გამართულია ერთ-ერთი გორის ჩრდილოეთ ფერდობზე. ძეგლს სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან განიერი, მშრალი ხევი ესაზღვრება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 312, თბ., 2013 წელი.