სამრეკლოს ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამრეკლოს ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ენამთის ხევის მარჯვენა მხარეს, ალაზანის ველზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II და II ათასწლეულის I ნახევრებით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური). ძეგლის (სიგრძე - 160 მ, სიგანე - 100 მ, სიმაღლე - 2.5 – 3 მ) კულტურული ფენის (ჩარეცხილია ადიდებული წყლის გამო) სისქე 2-იდან 3 მეტრამდეა. აკრეფილი მასალა შეიცავს შავპრიალა, კარგად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტებს, მოწითალო-მოყვითალო, სუსტად გაპრიალებულ ნატეხებს, იშვიათად - გვიანდელი ბრინჯაოსთვის დამახასიათებელ კერამიკას. ჭარბადაა ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები. ნასახლარის გარშემო აღმოჩნდა გორა სამარხების ველიც (გადასწორებულია სახნავი სამუშაოების გამო), რომელზეც ქვის გროვებია შემორჩენილი.

არქეოლოგიური მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]