ფურცელწყლის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფურცელწყლის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანის სამხრეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, ფურცელწყლად წოდებულ ადგილზე, ტერასაზე. აღმოჩნდა 1977 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ექსპედიციის ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი) სადაზვერვო სამუშაოების დროს.

ნამოსახლარის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია ღრმა სასილოსე ორმოები, რომელშიც კარგად შეინიშნება ნამოსახლარ ფენათა სტრუქტურა. ზედა ფენა ნაშალი, ჩამონარეცხი ღორღია (სიმძლავრე — 0,8 მ). მის ქვეშ - ჩამონარეცხი ნაცროვანი ფენა (სიმძლავრე — 0,4 მ). ამ ფენის ქვეშ, უძრავი კულტურული ფენაა მოქცეული (სიმძლავრე — 1,3 მ). ნამოსახლარის დასავლეთით მდებარე შემაღლებები ძლიერაა გადარეცხილი და, როგორც ჩანს, ტერასაზე განლაგებულ კულტურულ ფენებზე სწორედ აქედანაა ჩამორეცხილი, თავდაპირველად ნაცროვანი და შემდეგ ღორღნარევი ფენა. ჩამონარეცხ ფენაში შეგროვილი მასალა თიხის ჭურჭელს შეიცავს, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანიდან მოკიდებული გვიანდელ ბრინჯაოს ადრინდელ საფეხურების ჩათვლით. ამრიგად, ტერასაზე ცხოვრება, გვიანდელი ბრინჯაოს კლასიკური პერიოდისთვის, უკვე შეწყვეტილია. უძრავი კულტურული ფენიდან, დადასტურებულია თიხის ჭურჭლის მხოლოდ ორი ნატეხი, რომლებიც, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველი ნახევრის ფარგლებში ექცევა.

ნამოსახლარზე აკრეფილი კერამიკული მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]