ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარი
იერსახე
ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ღორისწყლისა და ალაზნის შესართავთან. საქართველოს სასაზღვრო პუნქტის სამხრეთით 600-700 მეტრ შემაღლებულ ბორცვზე თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის I ნახევრით.
აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. ძეგლი სამი მხრიდან შემოფარგლულია ღრმა ხეობებით. მხოლოდ ჩრდილოეთ-დასავლეთ მონაკვეთია ღია, რომელიც ვიწრო ზოლად დაბლდება და უერთდება ალაზნის ველს. აკრეფილ მასალაში ჭარბობს ყვითელი კერამიკა.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 319.