პატარა შირაქის ველის მეორე ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოზაანის მეორე ნამოსახლარებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ მონაკვეთში, სერზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური). პირველი ნამოსახლარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში (სიგრძე 200მ, სიგანე - 20მ) ჩაკვეთილია, ჩრდილოეთ მხრიდან შემოსდევს მიწაყრილიანი ტერასა (სიგანე 20-25 მ). ნამოსახლარს, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღუდის გარე დასახლებაც ჰქონია. მეორე ნამოსახლარი სერის თავმოვაკებულ ბორცვზეა განლაგებული, დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით (სიგრძე 170 მ, სიგანე - 60 მ) და ამ ადგილზე თხრილითაა გადაკვეთილი. ჩრდილოეთ მხრიდან გარშემოუყვება სათავდაცვო ზღუდე (სიმაღლე ზოგან 3-4 მეტრია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]