კასრისწყლის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კასრისწყლის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს დიდი შირაქის ველზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 35 კილომეტრზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის შუახანებით. 1988-1989 წლებში შეისწავლა აკც-ის კამ-ის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბ. მაისურაძე). გაითხარა გორასამარხი (სამივე გაძარცვული იყო). ქვამიწაყრილიანი მე-2 გორასამარხზე (დიამეტრი, აღმოსავლეთ-დასავლეთის, ხაზზე - 24 მეტრი, ჩრდილოეთ-სამხრეთისაზე - 19 მეტრი, სიმაღლე - 1.2 მეტრი). მიწის პირიდან 1.2 მეტრის სიმაღლეზე, გამოვლინდა ორი დასაკრძალავი ორმო, მათგან პირველი (2.5 x 3.7 მეტრი) გორასამარხის აღმოსავლეთითაა, ჩრდილოეთიდან სამხრეთით დამხრობილი და მოზრდილი ქვების წრიული წყობით გარშემოვლებული. იატაკი აღმოჩნდა განამარხებული ჰუმუსიდან 2.25 მეტრის სიღრმეზე. ორმოს დასავლეთით - 3.6 მეტრზე გამოვლინდა მეორე დასაკრძალავი ორმო, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით იყო დამხობილი. ორმოს ჩრდილოეთ კედელს კარგად ეტყობოდა მძარცველის მიერ გაკეთებული თხრილი (სიგანე 2.1 მეტრი), რომელიც იატაკამდე ჩადიოდა. ორმოს დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა თხრილის მოზრდილი, ერთმანეთში არეული ჭურჭლის ფრაგმენტები და მიცვალებულის ქვედა კიდურების ძვლის ფრაგმენტები.

მოპოვებული მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]