გამარჯვების მესამე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამარჯვების მესამე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ გამარჯვების დასავლეთით, 4 კილომეტრზე. მდინარე კოდისწყლის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. 2009 წლის დაზვერვებისას აღმოაჩინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

ძეგლის მეოთხედი განადგურებულია XX საუკუნის 70-იან წლებში ხევზე წყალსაცავის მშენებლობის გამო. ნამოსახლარი მოგრძოა (სიგრძე — 120 მეტრი, სიგანე — 40 მეტრი). ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩანს სათავდაცვო თხრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]