ქვემო ქედის საკულტო ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქვემო ქედის საკულტო ნაგებობა — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ქვემო ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 16 კილომეტრზე ეგრე წოდებულ დიდ შავ მთაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან. ერთგვარ მოედანზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით.

1989-1991 წლებში შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ნაგები იყო დიდი ზომის ბრტყელი აგურითა და კირის დუღაბით. საძირკველი გარედან გამაგრებულია რიყის ქვით. შენობა გადახურული იყო წითლად გვერდებაკეცილი და კურტანიანი კრამიტით შიგნით დასავლეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში აღმოჩნდა აგურით ნაგები საკურთხევლის ნაშთები. აგურითვე ყოფილა იატაკი მოგებული. აღმოჩნდა სვეტის ბაზა ანტეფიქსები წითლად გამომწვარი, სიცოცხლის ხის რელიეფური გამოსახულებით, გარშემოყოლილი მცირე ზომის კოპებით; რკინის მრგვალქუდიანი ოთხკუთხაღეროიანი ლურსმნები; დიდი რაოდენობის კერამიკული მასალა.

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]