სასანთლიანთ გორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასანთლიანთ გორის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ არხილოსკალოში, ჩრდილოეთით, ივრის პლატოს ჩრდილოეთ კიდეზე. თხემმოსწორებულ, ბუნებრივ ბორცვზე, რომელსაც სათავდაცვო თხრილი შემოუყვება.

ნამოსახლარი 1986 წელს შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭლის ნატეხები) თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]