ზემო მაჩხაანის ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო მაჩხაანის ნამოსახლარებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მხარეს. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანით. ძეგლს მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური). გზის აღმოსავლეთით მდებარე ნამოსახლარი დიდია და მაღალ, ბუნებრივ ბორცვზეა გამართული. ბორცვს თხემი მოსწორებული აქვს და ორი განიერი ტერასა შემოუყვება. გზის დასავლეთით მცირე, ერთტერასიანი ნამოსახლარიცაა. ძეგლზე გამოვლინდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]