გამარჯვების მეოთხე ნამოსახლარი
Jump to navigation
Jump to search
გამარჯვების მეოთხე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გამარჯვების დასავლეთით, 2 კილომეტრზე, სახატისხევის მარჯვენა მხარეს, განმხოლოებულ გორაზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. 2009 წლის დაზვერვებისას მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა. (ხელმძღვანელი კ.ფიცხელაური). ნამოსახლარზე აღმოჩნდა სათავდაცვო ზღუდე, რომელიც განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა აღმოსავლეთ ფერდობზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 271, თბ., 2013 წელი.