სამრეკლოს ნამოსახლარი გორა
იერსახე
ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მლაშე ტბის აღმოსავლეთით მდებარე მთის სამხრეთ ფერდზე, ხელოვნურად მოსწორებულ ადგილზე, რომელსაც გარშემოუყვება სათავდაცვო თხრილი. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანით. გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური). ძეგლზე დადასტურებულია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 313.