შინაარსზე გადასვლა

ქვემო ქედის ხატის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ქედის ხატის გორაარქეოლოგიური ძეგლი სოფელ ქვემო ქედში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ივრის პლატოს ჩრდილოეთ განაპირას. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანით. მიაკვლია ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნამოსახლარი ხელოვნურ ბორცვზეა გამართული და გარშემო თხრილი შემოუყვება. ამჟამად ახალმოსახლე ფშავლებს აქ სალოცავი ნიში აუგიათ და ძეგლის სახელწოდებაც აქედან მოდის. ნამოსახლარზე აკრეფილია თიხის ჭურჭლის ნატეხები.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.