დიდნაურის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდნაურის ნაქალაქარი

დიდნაურის ნაქალაქარი — ნაქალაქარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შირაქის ველზე, ადგილ დიდნაურზე. ნაქალაქარს იკვლევს არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური[1].

ნაქალაქარი აღმოაჩინეს 2014 წელს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება – ნაქალაქარის შიდა ციხე 1,5 კმ. სიგრძის გალავნითა და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით შემოსაზღვრული. დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ექსპედიციამ ჩაატარა. მოპოვებული კერამიკული მასალის მიხედვით, ექსპედიცია ნაქალაქარს ძვ. წ. XII-IX საუკუნეებით ათარიღებს. ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად უნდა იყოს დანგრეული. არქეოლოგების ვარაუდით კატასტროფა ძვ. წ. IX საუკუნეში მოხდა[2].

ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]