მიჯნის ყურის ნამოსახლარი
Jump to navigation
Jump to search
მიჯნის ყურის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, მიჯნის ყურედ წოდებულ ადგილზე.
მდებარეობს მინგეჩაურის წყალსაცავიდან ჩრდილოეთ — დასავლეთით ორიოდე კილომეტრზე, მაღალ ბორცვზე. თარიღდება ახ. წ. 1 ათასწლეულის II ნახევრით. მიკვლეულია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. ანაკრეფი მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 299, თბ., 2013 წელი.