საჯოგეხევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საჯოგეხევის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანში, აკაკიანთხევის ნამოსახლარის დასავლეთით, 3 კილომეტრზე, ივრის ვაკისა და მთიანეთის შესაყართან, ხევის მარცხენა ნაპირას. თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით. ძეგლი XX საუკუნის 80-იანი წლებში შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი (ფართობი — 150 X 100 მეტრი) ხევისკენ ოდნავ დამრეც ტერასაზეა განლაგებული. ძეგლის ჰუმუსოვანი ფენის ქვეშ 1 მეტრი სიმძლავრის ნამცროვანი ფენაა, რომლის ქვეშ ჩნდება თიხატკეპნილი იატაკი, შემდეგ ისევ თხელი, 0,2 მეტრიანი სიმძლავრის ნაცროვანი ფენა, ბოლოს კი გრუნტი. როგორც შურფებში, ისე ზედაპირულად, დიდი რაოდენობით დადასტურდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ობსიდიანის ანატკეცები და რამდენიმე ნავისებრი ხელსაფქვავის ფრაგმენტი. აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლის ძვლებიც.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]