ზემო ქედის ცისკარაანთ გორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ქედის ცისკარაანთ გორის ნამოსახლარი — არქოლოგიური ძეგლი მდებარეობს ზემო ქედის სოფლის სამხრეთით ყალადრის მთის სიახლოვეს, შირაქის ველზე. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით. 1996-1997 წლებში შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა და კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ და ქალაქ ჰალეს მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტმა არქეოლოგთა ჯფუფმა ნამოსახლარი მრავალფენიანია. მისი ერთ-ერთი ფენა განადგურებული ჩანს ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნის დასაწყისში შემოხევის შედეგად, გათხრისას აღმოჩნდა, რომ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ალიზი ნამოსახლარზე ფიქსირებულია ქვით მოკირწყლული ქუჩები და კარგად განვითარებული საკანალიზაციო სისტემა რქოსანი ცხოველის კერამიკული ნიღაბები, რეებიც შეიძლება სამ ტიპად დაიყოს, ნიღაბები დადასტურდა სათავსების შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. სავარუდუოდ მათ რელიგიურ-მაგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა, გამოვლენილია ნაცრისფერი და მოყვითალო, კარგად გამომწვარი მრავალფეროვანი ორნამეტის მქონე კერამიკული ნაწარმი თიხის საბეჭდავები ქვის სანაყები, სასრესები, თოხები, მთელ ხელსაფქვავები და მისი ფრაგმენტები ოსტელოგიური მასალა.

მასალა დაცულია ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]