დიდი შირაქის ველის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი შირაქის ველის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დიდი შირაქის ველის ჩრდილო-დასავლეთით.

თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის დასაწყისით. ნამოსახლარი წრიულია (დიამეტრი 200 მეტრი, სიმაღლე - ზოგან - 3 მეტრამდე), აღმოჩნდა 2009 წელს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ძეგლს შემოვლებული აქვს სათავდაცვო ზღუდე, სავარაუდოდ, თხრილიც. დაზიანებულია ხვნის შედეგად. ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 400 მეტრზე, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული სხვადასხვა დიამეტრის (10-იდან 40 მეტრამდე) და სიმაღლის (1-2 მეტრი) რამდენიმე ბორცვია (სავარაუდოდ, სამარხები).

ნამოსახლარზე აკრეფილი კერამიკული მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]