გამარჯვების მეორე ნამოსახლარი
Jump to navigation
Jump to search
გამარჯვების მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გამარჯვების შესასვლელში, აღმოსავლეთით, მდინარე უზუნდარისხევის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით. XX საუკუნის 80 - იანი წლების დასაწყისში მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციის სადაზვერვო რაზმმა. (ხელმძღვანელი ვ. ვარაზაშვილი) ძეგლი დაზიანებულია გზის გაყვანის დროს, ჭრილში ჩანს 0,50 მეტრი სისქის კულტურული ფენა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 271, თბ., 2013 წელი.