ვაშვარის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაშვარის ხელშეკრულების თურქული ტექსტი

ვაშვარის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება ავსტრიის ჰაბსბურგთა მონარქიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს 1664 წლის 10 აგვისტოს სენტგოტჰარდის ბრძოლის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში. ხელი მოაწერეს ჰაბსბურგების ელჩმა ოსმალეთში სიმონ რენიგერმა და დიდმა ვეზირმა ფაზილ ქოფრიულიუმ. ვაშვარის ზავით დასრულდა ავსტრია-ოსმალეთის ბრძოლა. ხელშეკრულება მოქმედებდა 20 წლის განმავლობაში. 1683 წელს სასაზღვრო კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, რომლის კულმინაციაც ვენის ბრძოლა იყო.

ვაშვარის ხელმოწერის მომენტში სამხედრო თვალსაზრისით ჰაბსბურგების მონარქია წაგებული აღმოჩნდა. სენტგოტჰარდის ბრძოლაში სრული გამარჯვების შემდეგ დაკარგა სტრატეგიული ინიციატივა, თუმცა იმპერიის ზოგიერთი მესვეური (ხორვატები და უნგრელები) მოითხოვდა ბრძოლის გაგრძელებას. ისინი ხედავდნენ ოსმალეთისაგან თავიანთი სამშობლოს გათავისუფლების შანსს. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები შეჩერდა და მოლაპარაკებები დაიწყო დღევანდელი უნგრეთის ქალაქ ვაშვარში, სადაც მოაწერეს კიდეც ზავს ხელი. ხორვატიისა და უნგრეთის გავლენიანი ფეოდალები ეწინააღმდეგებოდნენ ზავის პირობებს.

ხელშეკრულებამ აღიარა სულთნის უზენაესი ხელისუფლება ტრანსილვანიაზე და უივარზე, თუმცა ოსმალეთი ვალდებული იყო ჯარები გაეყვანა ტრანსილვანიიდან. ხორვატიის ციხესიმაგრე ნოვი-ზრინი დაანგრიეს. ვაშვარის ზავისადმი უკმაყოფილებამ იმპერიაში შიდა უთანხმოება გამოიწვია. ხორვატიასა და უნგრეთში დაიწყო აჯანყებები, რომელიც გამოავლინეს და ჩაახშეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]