შინაარსზე გადასვლა

ჟურავნოს ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟურავნოს ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება რეჩ-პოსპოლიტასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს 1676 წლის 17 ოქტომბერს, თანამედროვე უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჟურავნოში. ხელშეკრულებამ დაასრულა პოლონეთ-ოსმალეთის ომი.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იან III სობესკის წარმომადგენელმა და ოსმალეთის სამხედრო მოსამსახურე იბრაჰიმ-ფაშამ. ამ შეთანხმებამ რამდენადმე შეამცირა 1672 წლის ბუჩაჩის ხელშეკრულების პირობები. შეიცვალა პოლონეთის მიერ ოსმალეთისადმი გადახდილი ხარკის პირობებიც. პოლონეთმა დაუთმო პოდილია ოსმალეთს. მარჯვენა სანაპიროს უკრაინა ბელოცერკოვის და პავოლოჩის ოლქების ჩათვლით გადავიდა ოსმალეთის ვასალის ჰეტმან პეტრო დოროშენკოს ხელში.

  • Allen, W. E. D., "The Ukraine-A History" Cambridge University Press, 1940