მლაშე ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარილიანი ტბები

მლაშე ტბა ან მინერალური ტბატბა, რომლის წყალი ძლიერ მინერალიზებულია, ე.ი. შეიცავს მარილების დიდ რაოდენობას. მლაშე ტბის კატეგორიას ზოგჯერ ისეთ ტბას მიაკუთვნებენ, რომლის წყლის მინერალიზაცია აღემატება მსოფლიო ოკეანის წყლის მარილიანობას (35გ/კგ). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით — ისეთ ტბას, რომლის წყალში გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობა 25 გ/კგ აღემატება.

ტბას, რომელიც 1-იდან 35 ‰-მდე (ან 25 ‰-მდე) მარილებს შეიცავს, სუსტად მინერალიზებულ ან მომლაშო ტბას უწოდებენ. თუ ტბის წყალში მარილების კონცენტრაცია ისე დიდია, რომ ხსნარი თითქმის ან მთლიანადაა გაჯერებული და მარილების კრისტალიზაცია და ფსკერზე დალექვა ხდება, მაშინ მას თვითმლექი ტბა ეწოდება, მის წყალს კი — რაპა. მლაშე ტბები გავრცელებულია გვალვიან მხარეებში, გაუდინარ ქვაბულებში ან ზღვის სანაპიროზე.

მლაშე ტბებიდან იღებენ სუფრის მარილს, სოდას, მირაბილიტს, ქლოროვან მაგნიუმს, ბრომის, იოდის, ბორის ნაერთებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]