სალტა (ქალაქი)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სალტა Salta | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
პროვინცია | სალტის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 24°47′00″ ს. გ. 65°25′00″ დ. გ. / 24.78333° ს. გ. 65.41667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბეტინა რომერო | ||||
დაარსდა | 1582 წ. | ||||
ფართობი | 60 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,152 მ | ||||
მოსახლეობა | 533,303 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +54 (0) 387 | ||||
საფოსტო ინდექსი | A 4400 | ||||
ოფიციალური საიტი | municipalidad-salta.gov.ar | ||||
სალტა — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, სალტას პროვინციის დედაქალაქი. მისი მეტროპოლიის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 533,303 ადამიანს შეადგენდა. არგენტინის უმსხვილეს ქალაქებს შორის მერვე ადგილზეა.
მდებარეობს ლერმას ხეობაში, ზღვის დონიდან 1,152 მეტრზე, ანდების მთისწინეთში.
ქალაქი 1582 წელს დააარსა კონკისტადორმა ერნანდო დე ლერმამ, როგორც ავანპოსტი ლიმასა და ბუენოს-აირესს შორის.
სალტაში მრავლადაა XVIII და XIX საუკუნის შთამბეჭდავი ნაგებობა.