შინაარსზე გადასვლა

ასუნსიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ასუნსიონი
Asunción
დროშა გერბი

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
კოორდინატები 25°17′47″ ს. გ. 57°38′29″ დ. გ. / 25.29639° ს. გ. 57.64139° დ. გ. / -25.29639; -57.64139
დაარსდა 1537
ფართობი 117 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
მოსახლეობა 512 112 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 4 377 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 639 000
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი +55 021
საფოსტო ინდექსი 1001–1925
ოფიციალური საიტი mca.gov.py
ასუნსიონი — პარაგვაი
ასუნსიონი

ასუნსიონი (ესპ. Asunción. სრული სახელი: ლა-მუი-ნობლე-ი-ლეალ-სიუდად-დე-ნუესტრა-სენიორა-სანტა-მარია-დე-ლა-ასუნსიონ) — პარაგვაის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი და პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე პარაგვაის მარცხენა სანაპიროზე. მდინარე პარაგვაი და ასუნსიონის ყურე ქალაქს აცალკევებს პარაგვაისა და არგენტინის ოკუპირებული რეგიონებისგან. ქალაქის დანარჩენი ნაწილი გარშემორტყმულია ცენტრალური დეპარტამენტით.

ქალაქი ავტონომუირია, არ მიეკუთვნება სხვა დეპარტამენტებს. მეტროპოლიტენის არეალი, სახელად Gran Asunción, მოიცავს ქალაქებს: სან-ლორენცო, ფერნანდო-დე-ლა-მორა, ლამბარე, ლუკე, მარიანო-როკე-ალონსო, ნიემბი, სან-ანტონიო, ლიმპიო, კაპიატა და ვილია-ელისა, რომლებიც ცენტრალური დეპარტამენტის ნაწილებია. ასუნსიონის მეტროპოლიტში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ასუნსიონი არის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და ყველაზე ხანგრძლივად დასახლებული ტერიტორია ლა-პლატის დაბლობში; ამის გამო იგი ცნობილია, როგორც „ქალაქების დედა“.

გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიხედვით ასუნსიონი მიიჩნევა „გამა ქალაქად“.[1] არის ქვეყნის მთავრობისა და ძირითადი პორტის ადგილსამყოფელი. ასუნსიონის მახლობლად მდებარეობს კონმებოლის სათავო ოფისი (სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთის ასოციაციის კონტინენტური მმართველი ორგანო). მიიჩნევა, რომ ასუნსიონი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი მსოფლიოში უცხოელი ვიზიტორებისთვის.[2]

ასუნსიონი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მას ხშირად „ქალაქების დედასაც“ უწოდებენ, რადგან სწორედ აქედან მიეშურებოდნენ კოლონიზატორები სხვა ქალაქების დასაფუძნებლად. მათ სწორედ ასე დააარსეს ბუენოს-აირესი.

მდინარე პარაგვაის დინებას გაყოლილმა კოლონიზატორებმა, საკმაოდ მეგობრულად დახვედრილი ადგილობრივების დასახლებაში 1537 წლის 15 აგვისტოს, ციხე-სიმაგრე ააგეს, რომელიც ნელ-ნელა გაფართოვდა და 1541 წლის 16 სექტემბრიდან ასუნსიონის წინაპრად იქცა. ქალაქი თანდათან დიდი კოლონიური პროვინციის ცენტრად გადაიქცა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე პარაგვაის, ასევე ბრაზილიისა და არგენტინის ნაწილებს.

ქალაქ ასუნსიონის ექვსი უბანი

ასუნსიონი მდებარეობს სამხრეთ განედის 25° 15' და 25° 20' პარალელებს შორის და დასავლეთ გრძედის 57° 40' და 57° 30' მერიდიანებს შორის. მდინარე პარაგვაითა და ასუნსიონიოს ყურეთი ქალაქი გამოცალკევებულია პარაგვაისა და არგენტინის ოკუპირებული რეგიონებისგან. დანარჩენი ნაწილი გარშემორტყმულია ცენტრალური დეპარტამენტით.

მდინარე პარაგვაის გასწვრივ მდებარეობის გამო ქალაქი მდიდარია პეიზაჟებით. ლამბარეში მდებარე გორაკებზე, სახელად Cerro Lambaré, გაზაფხულობით შესაძლებელია აყვავებული ლაპაჩოს ხეების ნახვა. პარკებში, როგორებიცაა „Parque Independencia“ და „Parque Carlos Antonio López“, წარმოდგენილია პარაგვაისთვსი დამახასიათებელი, ტიპური მცენარეულობა. მთელს ქალაქში ვხვდებით რამდენიმე პატარა ბორცვსა და ოდნავ ამაღლებულ ადგილებს, მათ შორისაა: კაბარი, კლაველი, ტარუმა, კაჩინგა და ტაკუმბა.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ასუნსიონს ახასიათებს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რომელსაც მჭიდროდ ესაზღვრება ტროპიკული სავანის კლიმატი; ხასიათდება ცხელი, ნოტიო ზაფხულით (იანვრის თვეში საშუალოდ 27.5 გრადუსი) და ზომიერი ზამთრით (საშუალოდ 17.6 გრადუსი).[3] მთელი წლის განმავლობაში ნესტიანობის მაღალი დონის გამო ზაფხულში სითბოს მგრძნობელობა უფრო მაღალია, ვიდრე რეალური ჰაერის ტემპერატურა; ზამთარშიც, იგრძნობა იმაზე დაბალი ტემპერატურა, ვიდრე რეალურად არის. [წყარო არ არის მითითებული 1561 დღე] საშუალო წლიური ტემპერატურაა 23 გრადუსია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 42.0 გრადუსი, დაფიქსირდა 1934 წლის 2 იანვარს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 1.2 გრადუსი, დააფიქსირეს 2011 წლის 27 ივნისს. ჩვეულებრივ, ასუნსიონში თოვლი არ მოდის; უკანასკნელად აქ თოვლი მცირე გამყინვარების პერიოდში, 1751 წელს დაფიქსირდა.[4]

ჩვეულებრივ, ასუნსიონის ახასიათებს ძალიან მოკლე მშრალი სეზონი (მაისიდან სექტემბრამდე); ყველაზე ცივი თვეებია ივნისი, ივლისი და აგვისტო. მცირე ყინვები შეიძლება წელიწადში საშუალოდ რამდენჯერმე დაფიქსირდეს. წლის დანარჩენი ნაწილი მთლიანად წვიმების სეზონია.

წვიმების სეზონის განმავლობაში ასუნსიონი ძირითადად ცხელი და ნოტიოა, თუმცა, აღნიშნული პერიოდის ბოლოს ამინდი შესამჩნევლად გრილი ხდება. წლის ყველაზე ნოტიო და მშრალი თვეა აპრილი და ივლისი, შესაბამისად, ნალექების 166 მმ და 39 მმ რაოდენობით.

ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 540,000 ადამიანს ითვლის.[5] პარაგვაიში მცხოვრები 6 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 30% ცხოვრობს დიდ ასუნსიონში. ქალაქში მთლიანი მოსახლეობის 45% პროცენტი 30 წლამდე ასაკისაა.[6]

ბოლო ათწლეულებში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ამისი ძირითადი მიზეზი შიდა მიგრაციაა, რომელიც 1970-იან წლებში ეკონომიკური აფეთქებითა და ქალაქგარეთა რეგიონებში ეკონომიკის რეცესიითაა გამოწვეული.

მოსახლეობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2002 წლის აღწერის შედეგები)

ასაკი რაოდენობა (აღწერა 2002) კაცი ქალი
0–4 წელი 45,382 23,058 22,374
5–9 წელი 46,120 23,330 22,324
10–14 წელი 46,272 22,985 23,287
15–29 წელი 155.675 71,885 83,790
30–59 წელი 164,367 75,871 88,496
+60 წელი 54,296 21,686 32,610
სულ 512,112 238,815 273,297

ასუნსიონის მოსახლეობის 90% კათოლიციზმის მიმდევარია.[7] კათოლიკეების მთავარეპისკოპოსია ეუსტაკიო პასტორკუქეჯო ვეგრა.[7] ქალაქში აგრეთვე არის სხვა რელიგიის მიმდევართა სამლოცველოები; მაგალითად, აქ ვხვდებით ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმისა და იუდაიზმის სამლოცველოებს. [წყარო არ არის მითითებული 1561 დღე]

პარაგვაის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ორ ენაზე საუბრობს; ესენია: პარაგვაული ესპანური (საუბრობს მოსახლეობის 56.9%) და გუარანი (საუბრობს მოსახლეობის 90.1%). მოსახლეობის 27.4% საუბრობს ჯოპარის დიალექტზე (გუარანისა და ესპანური ენის (კრეოლის) ნაზავი). [წყარო არ არის მითითებული 1561 დღე]

ქალაქში უამრავი საჯარო და კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ყველაზე ცნობილი საჯარო სკოლებია: დედაქალაქის ეროვნული კოლეჯი (რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი სკოლა ქალაქში, დაარსდა 1877 წელს), ეროვნული ტექნიკური კოლეჯი, პრეზიდენტ ფრანკოს ეროვნული კოლეჯი და ასუნსიონის ესკალადის ეროვნული კოლეჯი, ხოლო ყველაზე ცნობილ კერძო სკოლებს მიეკუთვნება: ასუნსიონის ეროვნული სკოლა, სან-ხოსეს სკოლა, წმ. ანას სკოლა, მზის კოლეჯი, სანტა კლარას სკოლა.

ქალაქის ძირითადი უნივერსიტეტებია ამერიკის უნივერსიტეტი და ასუნსიონის ეროვნული უნივერსიტეტი. ასუნსიონის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1889 წელს და მასში ირიცხება 40,000-ზე მეტი სტუდენტი; უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს სან-ლორენცოში, ასუნსიონიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. კათოლიკური უნივერსიტეტი „Nuestra Señora de la Asunción“ დაარსდა 1960 წელს და ამჟამად მასში ირიცხება დაახლოებით 21,000 სტუდენტი.

სილვიო პეტიროსის საერთაშორისო აეროპორტი

ქალაქის ცენტრში, მდინარე პარაგვაის ნაპირზე, ყურეში, მდებარეობს პორტი; მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ აქ შემოდის და გადის ყველაზე დიდი რაოდენობის ტვირთი.

ქალაქში აქტიურად გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ავტობუსთა ქსელი ქალაქის ყველა რეგიონს და მიმდებარე ტერიტორიებს უკავშირდება. მთავარი საქალაქთორიში ავტობუსის ტერმინალი მდებარეობს „Avenida República“-ში (არგენტინა); აღნიშნულ ავტობუსების ქსელი პარაგვაის ყველა დეპარტამენტს ერთმანეთთან აკავშირებს; აგრეთვე, აღნიშნული ქსელს გააჩნია საერთაშორისო მარშრუტები ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა არგენტინა, ბრაზილია, ბოლივია და ურუგვაი.

ქვეყნის მთავარი ეროვნული თუ საერთაშორისო კარიბჭე სილვიო პეტიროსის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ლუკეში, დედაქალაქ ასუსიონის საზღვარზე მდებარეობს. აეროპორტი ატარებს პარაგვაელი მფრინავის, სილვიო პეტიროსის სახელს; ადრე ცნობილი იყო როგორც პრეზიდენტ სტროესნერის საერთაშორისო აეროპორტი.

ტურისტული სანახაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალე პალმას ქუჩაში მდებარე ტრადიციული შენობები

ქალაქში მდებარეობს გოდოის მუზეუმი, სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (რომელიც ფლობს XIX საუკუნის ნახატებს), la Encarnación-ის ეკლესია, მეტროპოლიტენის საკათედრო ტაძარი და გმირთა ეროვნული პანთეონი, პარიზის ინვალიდთა სახლის უფრო მცირე ვერსია, სადაც უამრავი გმირია დასაფლავებული. სხვა ღირშესანიშნაობებს მიეკუთვნება ლოპესის სასახლე, ძველი სენატის შენობა (თანამედროვე შენობა, რომელიც გაიხსნა კონგრესისთვის 2003 წელს) და დამოუკიდებლობის სახლი (ქალაქში შემორჩენილი რამდენიმე კოლონიური არქიტექტურის ნიმუშებიდან ერთ-ერთი მათგანი).

მთავარი ქუჩაა კალე პალმა, სადაც მდებარეობს რამდენიმე ისტორიული შენობა, პლაზა, მაღაზია, რესტორანი და კაფე. პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე ძველი ტრადიციული სახლების სერია, სახელად „Manzana de la Rivera“, აღადგინეს, რათა მნახველებისთვის ეჩვენებინათ ქალაქის არქიტექტურული ევოლუცია. ძველი სარკინიგზო სადგური ინარჩუნებს ძველ მატარებლებს, რომლებსაც დღესდღეობით იყენებენ ქალაქ ლუკესა და არეგუაში ტურისტულ მოგზაურობებისთვის.

ასუნსიონში მდებარეობს ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრებიც, სადაც ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებული. Pinedo Shopping და San Lorenzo Shopping არის უახლესი და აგრეთვე მასტაბური სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ასუნსიონის საღვრიდან 5.6 და 9.3 კილომეტრში მდებარეობენ. 2016 წელს წარადგინეს ახალი სავაჭრო ცენტრი La Galeria, რომელიც მდებარეობს ლურჯ კოშკებს შორის; იგი ამჟამად ქვეყნის უდიდესი სავაჭრო ცენტრია.

Estadio Defensores del Chaco - პარაგვაის უდიდესი სტადიონი

პარაგვაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია, ხოლო ასუნსიონი არის ქვეყნის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრადიციული გუნდის ადგილსამყოფელი. ეს გუნდებია: ოლიმპია, სერრო პორტეოო, კლუბი ლიბერტადი, კლუბი ნაციონალური, კლუბი გუარანი და კლუბი სოლ-დე-ამერიკა; თითოეულ მათგაქვს გააჩნია საკუთარი სტადიონი და სხვადასხვა სპორტული ოპიექტები. სტადიონი, სახელად „Defensores del Chaco“, არის ქვეყნის ძირითადი სპორტული დაწესებულება, რომელიც მდებარეობს საჯონიას მახლობლად, ასუნსიონის ცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე ბლოკის მოშორებით. ვინაიდან ეს არის ეროვნული სტადიონი, იგი ზოგჯერ გამოიყენება სხვა ღონისძიებისთვისაც, მაგალითად, როკ კონცერტებისთვის. ასუნსიონი აგრეთვე არის პარაგვაის რაგბის კავშირის მთავარი ცენტრი.

ასკუნიანი ასევე მასპინძლობს რამდენიმე სიმფონიურ ორკესტრს, ასევე ბალეტის, ოპერისა და თეატრალურ კომპანიებს. ყველაზე ცნობილი ორკესტრია ქალაქ ასუნსიონის სიმფონიური ორკესტრი (OSCA), ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ჩრდილოეთ უნივერსიტეტის სიმფონიური ორკესტრი. პროფესიონალ საბალეტო კომპანიებს შორის ყველაზე ცნობილია ასუნსიონის კლასიკი და თანამედროვე მუნიციპალური ბალეტი, ეროვნული ბალეტი და ჩრდილოეთ უნივერსიტეტის ბალეტი. მთავარი საოპერო კომპანიაა ჩრდილოეთ უნივერსიტეტის საოპერო კომპანია. მრავალწლიანი თეატრალური კომპანიად მიიჩნევა არლეკანის თეატრის ფონდი.

ასუნსიანის კულტურული მემკვიდრეობის შვიდი საგანძური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის აპრილსა და მაისში აირჩა ასუნსიონის შვიდი ძირითადი საგანძური. გამოკითხვაში მონაწილეობა 12,417-მა ადამიანმა მიიღო და 45 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით აირჩა შვიდი მათგანი:

ასუნსიონის შვიდი საგანძური
ლოპესის სასახლე გმირთა ეროვნული პანთეონი კაბილდო
ასუნსიონის მეტროპოლიტენის ტაძარი სასტუმრო გუარანი მუნიციპალური თეატრი „Ignacio A. Pane“
სამების ეკლესია

ყველაზე კითხვადი გაზეთებია: Diario La Nación, Diario Hoy, Diario ABC, Diario tltima Hora და Diario Crónica, მათგან ყველაზე წარმატებულია ABC და Última Hora.

ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო არხია SNT; სხვა უფასო საეთერო არხებს მიეკუთვნება: Paravisión, Sur TV, Unicanal, Latele, C9N, RPC, Telefuturo და Paraguay TV.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. GaWC - the World According to GaWC 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-10. ციტირების თარიღი: 2018-02-28
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-22. ციტირების თარიღი: 2018-02-28
  3. Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen–Geiger climate classification“ (PDF). Hydrol. Earth Syst. Sci. 11: 1633–1644. doi:10.5194/hess-11-1633-2007. ISSN 1027-5606. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2012-02-03. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  4. Labrador, José Sánchez. Los indios pampas, puelches, patagones, según Joseph Sánchez Labrador, S.J.: Monografía inédita (1936).
  5. „Paraguay Facts and Figures“. MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2009-07-07. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2020-07-27.
  6. MECDigital " Demografía. Mec.gov.py. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-10. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
  7. 7.0 7.1 2014 Annuario Pontificio, p. 60