პატარა შირაქის ველის ნაგომრებისთავის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაგომრებისთავის ნამოსახლარი)

ნაგომრებისთავის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ნაგომრებისხევის მარჯვენა მხარეს, სერზე. ველის აღმოსავლეთით, თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო-I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების (ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური) დროს.

ნამოსახლარის ჩრდილოეთის მხარე ფერდობზეა, რომელიც ხეობაში ეშვება. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ მხარე - სწორ ადგილზე. ფერდობის თავზე გამართულია წრიული ციტადელი (დიამეტრი - 50 მ.), რომელსაც ღრმა, განიერი თხრილი შემოუყვება. ცენტრი ჩავარდნილია, სამხრეთიდან აკრავდა ციტადელის გარე დასახლება, სათავდაცვო ზღუდით (სიგრძე - აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე - 500 მ, სიგანე - ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე 400მ). ნამოსახლარს აქვს ზღუდის გარე დასახლებაც (სიგრძე - დაახლოებით 1 კმ). კარგად ჩანს ციტადელის ქვედა, მეორე თხრილიდან დაწყებული, ფერდობს ჩაყოლებული ნაგზაური, რომელიც ხეობისკენაა მიმართული. ძეგლზე აკრეფილი მასალა უხვია და მრავალფეროვანი. ჭარბობს კარგად გამომწვარი მონაცრისფრო, ლეგა ან რუხი კერამიკა, ქვის იარაღებიდან - სანაყები, ხელსაფქვავის ფრაგმენტები, თოხები.

არქეოლოგიური მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]