მექანიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექანიკა (ბერძნ. μηχανική — ნიშნავს მანქანას ან მოწყობილობას) — საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგანი, რომელიც შეისწავლის სხეულთა მოძრაობასა და ამ მოძრაობის დროს მათზე მოქმედ ძალებს. მას, როგორც ფიზიკის ერთ-ერთი ნაწილს, ეფუძნება მრავალი სხვა ფიზიკურ-ტექნიკური დისციპლინა. თეორიულ ფიზიკაში ტერმინი მექანიკა ხშირად, როგორც კლასიკური მექანიკა გამოიყენება. თუმცა კლასიკური მექანიკა, მხოლოდ მექანიკის მეთემატიკურ-თეორიულ საფუძვლებს შეისწავლის.

მექანიკა, რომლის საფუძველია ნიუტონის კანონები, ცნობილია კლასიკური მექანიკის სახელწოდებით. კლასიკური მექანიკა მოიცავს კინემატიკას და დინამიკას. თავის მხრივ დინამიკა იყოფა სტატიკად და კინეტიკად.

კინემატიკა შეისწავლის სხეულთა სივრცეში მოძრაობას დროის, ადგილის, სიჩქარის და აჩქარების გათვალისწინებით. დინამიკა კი აღწერს სხეულთა მოძრაობას კიდევ ერთი დამატებითი ერთეულით - მასით. მასა კი გვაწვდის ცნობებს ძალებზე, რომლებიც მოძრაობისას სხეულზე მოქმედებენ. დინამიკის ნაწილში - სტატიკაში განვიხილავთ ისეთ მდგომარეობებს, როდესაც ძალები წონასწორობაში იმყოფებიან ანუ არ ან თითქმის არ მოძრაობენ. კინეტიკაში კი მოძრაობას, ანუ ძალების უწონასწორობას განვიხილავთ.

მრავალი თანამედროვე თეორია ეფუძნება მექანიკას, მაგრამ ისინი არ განიხილებიან როგორც მისი ნაწილი. მაგალითად, XX საუკუნემ მოითხოვა ახალი დასაბუთება ისეთი სხეულის მოძრაობისათვის, რომელსაც ძალიან დიდი მასა და სიჩქარე გააჩნია. ამისათვის მექანიკის განზოგადება გახდა საჭირო, რის შედეგადაც ზოგადი და სპეციალური ფარდობითობის თეორია შეიქმნა. ხოლო ძალიან პატარა ნაწილაკებისათვის მექანიკა საფუძვლად დაედო კვანტურ მექანიკას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი.კიკოინი, ა.კიკოინი, „ფიზიკა მერვე კლასის სახელმძღვანელო“, თბ., 1989
  • ბ. ბუხოვცევი, ი. კლიმენტოვიჩი, გ. მიაკიშევი. „ფიზიკა მეცხრე კლასის სახელმძღვანელო“, თბ., 1988
  • ვ.ა. ვაშაყმაძე, „ფიზიკა მოსამზადებელი განყოფილების მსმენელებისა და აბიტურიენტებისათვის“, თბ., 1985