ჰარალდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰარალდ II
Harald 2 ukendt kunstner 1685.jpg
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1014
მმართ. დასასრული: 1018
წინამორბედი: სვენ I
მემკვიდრე: კნუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 994
გარდ. თარიღი: 1018
მამა: სვენ I
დედა: სვიატოსლავა პოლონელი

ჰარალდ II (დან. Harald 2.; დ. 994 — გ. 1018) — დანიის მეფე 1014-18 წლებში. იყო დანიის, ინგლისისა და ნორვეგიის მეფე სვენ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სვიატოსლავა პოლონელის უმცროსი ვაჟი. როდესაც სვენ I ინგლისის მეფე ეთელრედ უწიგნურთან იბრძოდა, ჰარალდი დანიას რეგენტის სტატუსით მართავდა. იგი დანიის ტახტზე მხოლოდ 1014 წელს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისმა უფროსმა ძმამ, კნუდ დიდმა ინგლისის ტახტი დაიკავა. 1018 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დანიის ტახტიც კნუდს დარჩა, რადგანაც ჰარალდს არც ცოლი და არც შვილები არ ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kongerækken Archived 2009-11-18 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. VII [Hansen - Holmsted], 1893, p.73. Available online