ერიკ III (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერიკ III
Erik lam.jpg
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 ივლისი, 1137
მმართ. დასასრული: 27 აგვისტო, 1146
წინამორბედი: ერიკ II
მემკვიდრე: სვენ III,კნუდ V და ვალდემარ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1120
დაბ. ადგილი: ფუენი, დანია
გარდ. თარიღი: 27 აგვისტო, 1146, (25-26 წლის)
გარდ. ადგილი: ოდენსე, დანია
მეუღლე: ლატგარდ სალცვედელი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ჰაკონ სუნივასონი
დედა: რაგნჰილდა დანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ერიკ III ცხვარი (დან. Erik 3. Lam; დ. 1120 — გ. 27 აგვისტო, 1146) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ერიკ I-ის ასულ რაგნჰილდას უფროსი ვაჟი. 1337 წელს მოკლა თავისი ბიძა, მეფე ერიკ II და ტახტზე თავად ავიდა, თუმცა 1146 წელს იგი დანიის ისტორიაში პირველად ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც იწყება ე.წ. „სამმეფობა“, რა დროსაც ტახტს სვენ III, კნუდ V და ვალდემარ I ერთდროულად იკავებენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკი დაიბადა 1120 წელს ფუენში. იგი იყო დანიის მეფე ერიკ I-ის ასულ რაგნჰილდასა და მისი ქმრის, ჰაკონ სუნივასონის უფროსი ვაჟი. მამამისი, თავის მხრიდ დანიისა და ნორვეგიის მეფე მაგნუს I-ის შთამომავალი იყო. ერიკს ბიძად ერგებოდა დანიის მეფე ერიკ II, რომელმაც 1134 წელს ბრძოლაში დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ბიძა, მეფე ნილსი. 1137 წელს, ერიკმა თავისი ბიძა, ერიკ II ბრძოლაში დაამარცხა და მოკლა, ტახტზე კი თავად ავიდა ერიკ III-ის სახელით. მისი მეფობის შესახებ არც თუ ისე ბევრი ცნობაა მოღწეული, თუმცა უმეტესად მას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ, როგორც უსამართლო მონარქს. იგი ასევე მეტად სულსწრაფი და კარგი მოჩხუბარი ყოფილა.

ერიკს თავისი მეფობისას კონფლიქტი ჰქონდა თავის ბიძაშვილ ოლაფ ჰარალდსენთან, რომელსაც სკონე ჰქონდა დაკავებული და 1139 წლიდან აქედან ცდილობდა დანიის ტახტის მიტაცებას. ერიკმა იგი 1141 წელს ჰელსინგებორგთან დაიჭირა და მოკლა. ამის შემდეგ დაიწყო საგარეო ომები სამხრეთში მცხოვრებ ვენედებთან. ამავდროულად, იგი აქტიურად ერეოდა ნორვეგიის პოლიტიკაში, სადაც 1130 წლიდან ტახტისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ეს კონფლიქტი 110 წელს გაგრძელდა და მხოლოდ 1240 წელს დასრულდა.

1143 წელს ერიკი დაქორწინდა ნორდმარკის მარკგრაფ რუდოლფ I-ის ასულ ლატგარდ სალცვედელზე. ერიკი და ლატგარდი რუდოლფის ვაჟმა დააქორწინათ ბრემენის კათედრალში.

1146 წელს, უცნობი მიზეზების გამო, დანიის ისტორიაში პირველად, მეფე ერიკ III ტახტიდან გადადგა. აღსანიშნავია, რომ გადადგომისთანავე, იგი ძალზედ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, 25-26 წლის ასაკში. ბევრი მიიჩნევს, რომ იგი მოკლეს, თუმცა მაშინ მისი ნაადრევი სიკვდილი ავადმყოფობას მიაწერეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Monarkiet i Danmark - Kongerækken Archived November 18, 2009, at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Erik 3. Lam at Gyldendals Åbne Encyklopædi
  • Carl Frederik Bricka (1887–1905). "Hakon Jyde". Dansk biografisk Lexikon (in Danish). VI. pp. 489–490. Retrieved 4 February 2011.
  • Stefan Pajung, Erik Lam ca. 1100-1147, Aarhus University, January 20, 2010
  • Carl Frederik Bricka, Dansk Biografisk Lexikon, vol. IV [Clemens - Eynden], 1890, pp.541-542.