იოჰან III (შვედეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰან III
John III of Sweden.jpg
შვედეთის მეფე
კორონაცია: 10 ივლისი, 1569
მმართ. დასაწყისი: იანვარი, 1569
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1592
წინამორბედი: ერიკ XIV
მემკვიდრე: სიგიზმუნდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 დეკემბერი, 1537
გარდ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1592, (54 წლის)
დაკრძ. ადგილი: უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი
მეუღლე: კატარინა იაგელონი
(ქ. 1562 - გარდ. 1583)
გუნილა ბიელკე
(ქ. 1585)
შვილები: სიგიზმუნდ III, პოლონეთისა და შვედეთის მეფე
ანა
იოჰანი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგი
სოფია (უკანონო)
დინასტია: ვაზა
მამა: გუსტავ I, შვედეთის მეფე
დედა: მარგარეტა ლეიონჰაფვუდი
რელიგია: ლუთერანიზმი

იოჰან III (შვედ. Johan III; დ. 20 დეკემბერი, 1537 — გ. 17 ნოემბერი, 1592) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის უფროსი ვაჟი. შვედეთის მეფე 1569-1592 წლებში თავისი უფროსი ნახევარ-ძმის, ერიკ XIV-ის დამხობის შემდეგ. მართალია იგი მთელი ცხოვრება ლუთერანი იყო, მაგრამ დედისა და მეუღლის გავლენით, ძლიერ იხრებოდა კათოლიციზმისკენ.

პოლონეთის მეფის ასულ კატარინა იაგელონთან ქორწინებით, მათი ვაჟი სიგიზმუნდი გახდა პოლონეთის, შვედეთისა და ლიტვის მეფე, რითაც ვაზას დინასტია რეჩ-პოსპოლიტაშიც გამეფდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანი დაიბადა 1537 წლის 20 დეკემბერს შტეგებორგის სასახლეში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის პირველი საერთო შვილი. მამამისს პირველი ცოლისაგან ერთი ვაჟი ჰყავდა, რის გამოც იოჰანი ტახტის მემკვიდრედ არასდროს მოიაზრებოდა, რის გამოც ატარებდა ფინეთის ჰერცოგის წოდებას.

მას თავის უფროს ნახევარ-ძმასთან, პრინც ერიკთან ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რადგანაც ერიკი ჭკუიდან შეშლილად ითვლეობოდა და შეუსაბამო ქცევებით ხასიათდებოდა. 1560 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მეფე ერიკ XIV გახდა. ახალგაზრდა მეფეს საოცარი გამოხტომები სჩვეოდა, რის გამოც ევროპელი პრინცესებისაგან ცოლობაზე ყოველთვის უარს იღებდა, განსხვავებით იოჰანისაგან, რომელმაც ცოლად პოლონეთისა და ლიტვის მეფის ასული კატარინა იაგელონი შეირთო.

1563 წელს ერიკმა დანია-ნორვეგიის უნიას ომი გამოუცხადა, რითაც დაიწყო სკანდინავიური შვიდწლიანი ომი. 1569 წლის იანვარში იოჰან III-მ დიდებულების მხარდაჭერით ჩამოაგდო ერიკ XIV ტახტიდან და თავი შვედეთის მეფედ გამოაცხადა. მისი ჩამოგდების წინა პირობა ის გახდა, რომ შეშლილმა ერიკმა იოჰანის როლის თამაში გადაწყვიტა, მან კი დრო იხელთა და ტახტი დაიკავა. დარჩენილი სიცოცხლე ერიკმა საპყრობილეში გაატარა, რის შემდეგაც 1577 წელს იოჰანის ბრძანებით მოწამლულ იქნა თაგვის წამლით.

იოჰანმა სასწრაფოდ წამოიწყო დანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები და დაასრულა ძმის დროს დაწყებული უაზრო ომი. ამავე წელს იგი რუსეთის წინააღმდეგ ჩაება ლივონიის ომში, სადაც მხარს უჭერდა თავის ცოლის ძმას, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II-ს. შვედებმა რამდენჯერმე დაამარცხეს რუსები, რასაც 1583 წელს პლუსას ხელშეკრულების დადება მოჰყვა, რის მიხედვითაც ქალაქი ნარვა შვედეთის შემადგენლობაში შევიდა.

იოჰანი შვედეთში საკმაოდ პოპულარული მმართველი იყო, რის გამოც რეფორმატორი ერი თვალს ხუჭავდა მის მიდრეკილებაზე კათოლიციზმისაკენ.

გაწეული დახმარების სანაცვლოდ, 1587 წელს მისი ვაჟი სიგიზმუნდი პოლონეთის მეფედ გამოცხადდა. იოჰან III გარდაიცვალა 1592 წლის 17 ნოემბერს, სტოკჰოლმში, 54 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს უფსალის საკათედრო ტაძარში. მის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, სიგიზმუნდმა დაიკავა, რომელიც 1599 წელს პოლონეთის სანაცვლოდ შვედეთის ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც შვედეთში იოჰანის ძმა, კარლ IX გამეფდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან III, მისი პირველი ცოლი, დედოფალი კატარინა იაგელონი და მათი ვაჟი, პრინცი სიგიზმუნდი

1562 წლის 4 ოქტომბერს ვილნიუსში, ლიტვაში, იოჰანი დაქორწინდა კატარინა იაგელონზე, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილზე, რომელიც მასზე 11 წლით იყო უფროსი. აღსანიშნავია, რომ კატარინას ძმა იყო ასევე პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II. იოჰანსა და კატარინას ოცდაერთწლიანი ქორწინებიდან სულ სამი შვილი შეეძინათ:

  1. იზაბელა (1564-1566), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. სიგიზმუნდი (1566-1632), პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587-1632 წლებში, შვედეთის მეფე და ფინეთის დიდი ჰერცოგი 1592-1599 წლებში. ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორის ქალიშვილი ანა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ვლადისლავ IV. დაქვრივების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა თავისივე ცოლის დაზე, კონსტანცია ავსტრიელზე, რომელთანაც კიდევ შვიდი შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე იან II კაზიმირი;
  3. იოჰანის მეორე მეუღლე, დედოფალი გუნილა
    ანა (1568-1625), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

დაქვრივებიდან ორ წელიწადში იოჰანი მეორედ დაქორწინდა შვედ დიდგვაროვან გუნილა ბიელკეზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა:

  1. იოჰანი (1589-1618), ოსტერგოტლანდისა და ფინეთის ჰერცოგი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია ელიზაბეტ შვედი, მეფე კარლ IX-ის ასული, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;

თავის საყვარელ კარინ ჰანსდოტერთან, რომელთან ურთიერთობაც მხოლოდ პირველ ქორწინებამდე ჰქონდა, იოჰანს ჰყავდა ოთხი უკანონო შვილი:

  1. სოფია (1556-1583), ცოლად გაჰყვა ფრანგ დიდგვაროვან პონტუს დე ლა გარდიეს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  2. ავგუსტი (1557-1560), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. იულიუსი (1559-1581);
  4. ლუკრეცია (1560-1585), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Signum svenska kulturhistoria: Renässansen (2005).
  • Michael Roberts, The Early Vasas: A History of Sweden 1523-1611 (1968).
  • Sigtrygg Serenius, Liturgia svecanae ecclesiae catholicae et Orthodoxae conformis (1966).
  • Roland Persson, Johan III och Nova Ordinantia (1973).
  • Frank C. Senn, Christian Liturgy -- Catholic and Evangelical (1997).